Monday, June 5, 2023

განათლება

 განათლება არის  სისტემურ ქმედებათა პროცესი, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის  ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისკენ. . საგანმანათლებლო დაწესებულებებში, განათლების ხელშეწყობა მჭიდრო კავშირშია აუცილებელ, ოჯახურ აღზრდასთან . ბავშვის განათლების ჟამს დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას და ოჯახის, აღმზრდელი წრის მიერ ჩანერგილ უნარ-ჩვევებს   

ავტორი: ნინო ნოზაძე


~~

Wednesday, July 3, 2019

დიდი ადამიანები -ხელოვნების შესახებ

"ხელოვნება ცხოვრების სარკე არ არის, ის მხოლოდ მაყურებელს აირეკლავს. თუ ხელოვნების ნაწარმოები აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, მაშინ ის ახალი, რთული და სასაცილო რამ ყოფილა".  

       „ხელოვანი მშვენიერების შემოქმედია“
                                                                                       ოსკარ უაილდი.
⧪  ⧪⧪  ⧪   ⧪⧪  ⧪   ⧪⧪   ⧪   ⧪⧪  ⧪  ⧪⧪  ⧪  ⧪⧪  ⧪   ⧪⧪   ⧪

"ფერწერა ბრმების საქმეა. მხატვარი ხატავს არა იმას, რასაც ხედავს, არამედ იმას, რასაც გრძნობს".
            "მომეცით მუზეუმი და მე მას გავავსებ".
"ყველა ცდილობს ფერწერის გაგებას. რატომ არ ცდილობენ, გაიგონ ჩიტების სიმღერა"?
                                                                              პაბლო პიკასო

Tuesday, July 15, 2014

დღე 9

მეცხრე დღე- ეს სიტყვები ძალიან სასიამოვნოდ ჯღერს ერთ სივრცეში, ერთი მიზნით მყოფი 12 ადმიანისთვის. ძალიან საინტერესო, საჭირო და ბევრისმომცემი ტრენინგი იყო, მაგრამ ცხელ სეზონს და სასწავლო წლის ბოლოს პედაგოგის დატვირთულ გრაფიკს თუ გავითვალისწინებთ, გაგვიგებთ რატომ გვიხარია, თუნდაც სასიამოვნო შეხვედრების დასასრული. წინა ტრენინგებზე ნამუშევარი ერთად  "შეკრული" პროექტის პორტფოლიო გადავიტანეთ ბლოგზე.  ჩვენმა ძალიან ენერგიულმა მწვრთნელმა შეაჯამა ტრენინგი და კეთილი სურვილებით, საზეიმო განწყობით გადმოგვცა სერთიფიკატები. მადლობა მას ყველაფრისათვის. მადლობა ჯგუფის წევრებს,  კეთილ-ურთიერთდამოკიდებულებისათვის.   გისურვებთ  წარმატებებს.

პროეტის- "ქართველი მხატვრები პარიზში"- პორტფოლიო

პროექტის"ქართველი მხატვრები პარიზში" პორტფოლიო.