Tuesday, July 15, 2014
დღე 9
მეცხრე დღე- ეს სიტყვები ძალიან სასიამოვნოდ ჯღერს ერთ სივრცეში, ერთი მიზნით მყოფი 12 ადმიანისთვის. ძალიან საინტერესო, საჭირო და ბევრისმომცემი ტრენინგი იყო, მაგრამ ცხელ სეზონს და სასწავლო წლის ბოლოს პედაგოგის დატვირთულ გრაფიკს თუ გავითვალისწინებთ, გაგვიგებთ რატომ გვიხარია, თუნდაც სასიამოვნო შეხვედრების დასასრული. წინა ტრენინგებზე ნამუშევარი ერთად "შეკრული" პროექტის პორტფოლიო გადავიტანეთ ბლოგზე. ჩვენმა ძალიან ენერგიულმა მწვრთნელმა შეაჯამა ტრენინგი და კეთილი სურვილებით, საზეიმო განწყობით გადმოგვცა სერთიფიკატები. მადლობა მას ყველაფრისათვის. მადლობა ჯგუფის წევრებს, კეთილ-ურთიერთდამოკიდებულებისათვის. გისურვებთ წარმატებებს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment